მსოფლიო

თამარ ჩხაიძე  |  28 იანვარი 2016

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის და  მისი ფრანგი კოლეგის, ფრანსუა ოლანდის ელისეის სასახლეში დაგეგმილი სადილი იმის გამო ჩაიშალა, რომ საფრანგეთმა მენიუდან ღვინის ამოღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ საფრანგეთის რადიოსადგური RTL-ი იუწყება. საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის საპატივსაცემოდ გალა ვახშამი დაიგეგმა, თუმცა მედიის წყაროების ინფორმაციით, ოფიციალურმა თეირანმა მოითხოვა, რომ სადილზე ცხოველის ხორცი და ღვინო არ ყოფილიყო, რადგან ამას შარიათის კანონი კრძალავს.

დიპლომატიურმა წყაროებმა რადიოსადგურთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პარიზმა თეირანის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ელისეის სასახლეში ოფიციალური ღონისძიებები  "რესპუბლიკური ტრადიციის" სრულ შესაბამისობაში ტარდება. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთმა ირანის წარმომადგენლობას შესთავაზა, რომ ფრანსუა ოლანდისა და ჰასან როუჰანის საუზმეზე სხვა ალერნატიული მენიუ ყოფილიყო, მაგრამ ირანელებმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს.

რადიოსადგურ RTL-ის ინფორმაციით, ოფიციალური პარიზი იმედოვნებდა, რომ ელისეის სასახლეში გამართული სადილის დროს ორი ქვეყნის ლიდერი სირიაში არსებულ სიტუაციას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს განიხილავდნენ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ელისეის სასახლის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაადასტურა, რომ ისლამური ღირებულებების შესაბამისად ირანის ოფიციალური პირები არ იღებენ მონაწილეობას ისეთ მიღებაში, სადაც ალკოჰოლური სასმელებით უმასპინძლდებიან“, - წერს გამოცემა Forbes-ი.

შეგახსენებთ, იტალიაში ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ვიზიტის გამო რომის კაპიტოლიუმის მუზეუმის უძველესი შიშველი ქანდაკებები დაფარეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, მუზეუმებში და შენობებში, სადაც ჰასან როუჰანი იყო მიწვეული, შიშველი ქანდაკებები სპეციალურ ყუთებში მოათავსეს. ამასთან, ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ მიღებაზე სტუმრებს ღვინითაც არ გაუმასპინძლდნენ, რადგან ირანში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია. 



გიორგი ვაშაძემ ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ დატოვა

გიორგი ვაშაძემ ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ დატოვა
დეპუტატი პარტიის ლიდერებს დაუპირისპირდა.

პოლიტიკა  |  05/5/2016 12:43

სასამართლომ სულხან წულაძისათვის პატიმრობის შეფარდების კანონიერება ვერ დაასაბუთა – საია

სასამართლომ სულხან წულაძისათვის პატიმრობის შეფარდების კანონიერება ვერ დაასაბუთა – საია
საიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

სამართალი  |  23/4/2016 14:45

შშმ პირთა დასაქმების მდგომარეობა საგანგაშოა – ომბუდსმენი

შშმ პირთა დასაქმების მდგომარეობა საგანგაშოა – ომბუდსმენი
2016 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1 689 შშმ პირიდან მხოლოდ 21 არის დასაქმებული – ნანუაშვილი.

სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა

სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა
უწყების განცხადებით, მათგან 3 საქართველოს, ხოლო 3 სომხეთის მოქალაქეა.

სამართალი  |  18/4/2016 15:12

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 15% ‘’ოცნებას’’, 13% ენმს, 9% თავ. დემოკრატებს მისცემდა ხმას – NDI

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 15% ‘’ოცნებას’’, 13% ენმს, 9% თავ. დემოკრატებს მისცემდა ხმას – NDI
NDI–მ პოლიტიკური პარტიებისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დამოკიდებულება გამოიკვლია.

პოლიტიკა  |  13/4/2016 15:56

10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა

10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ გააუპატიურა 10 წლის გოგონა.

სამართალი  |  12/4/2016 18:06

ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი

ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი
კურსს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გახსნის.

პოლიტიკა  |  10/4/2016 14:03

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეწყდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეწყდება
კომპანია ''ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი'' ქუჩების ჩამონათვალს და წყლის აღდგენის გრაფიკს ავრცელებს.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ გავრცელდა

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ გავრცელდა
ცოტა ხნის წინ რამდენიმე ჟურნალისტს პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუგზავნეს.

4 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

4 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

  



ვალუტა

 

სტატისტიკა