“Cargo Parcel”ი ისტორია 2019 წლიდან იწყება, მიუხედავად ბევრი სირთულისა, დაარსების დღიდან იგი უპირობო ლიდერია ქართული ბაზრის სატრანსპორტო სფეროში, და მნიშვნელოვანი რგოლია ქართული ბიზნესის.
“Cargo Parcel”ი მთავარი მიზანია გაგიწიოთ სწრაფი, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების სრული სპექტრი რისთვისაც , გააჩნია ყველა საჭირო ნებართვა.
კარგო პარსელის ტერმინალი განთავსებული საქართველოს ყველაზე სტრატეგიულ ქალაქ ბათუმში,
იგი მდებარეობს პორტის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველოყოთ ტვირთების გადაზიდვის ოპერაციები, განვახორციელოთ მაქსიმალურად სწრაფად, მინიმალური დანახარჯით.
ტერმინალის ფართობი მოცავს 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას სადაც, შესაძლებელია როგორც გენერალური ასევე ნაყარი ტვირთის დასაწყობება/ დამუშავება.
ტერმინალს გააჩნია ტვირთის, მანქანაზე/კონტეინერში/ვაგონზე/გემში დატვირთა/გადმოტვირთის მრავალმხრივი შესაძლებლობა და გამოცდილება.
ტერმინალი აღჭურვილია ტვირთის დამუშავებისთვის ყველა საჭირო, ნებისმიერი ტვირთამწეობის, სერთიფიცირებული ტექნიკით, რკინიგზის ჩიხით, სარკინიგზო და საავტომობილო სასწორებით, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებით, სამეთვალყურეო კამერებით 24/7.